ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლას ბევრი დასავლური ორგანიზაცია და ქვეყანა ეწინააღმდეგება - პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა იყოს და მიზანშეწონილია შეიცვალოს

ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა, ის სანქცირებულთა სიაში საკუთარ თავს.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც, მასთან ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

„ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენი კურსია, რა კურსითაც ქვეყანა მიდის, ეს არის ევროპული კურსი, ამიტომ იმ ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის პოზიციები, რაც როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა... ფინანსურ დახმარებას აქვს ერთი ნაწილი, რომელიც გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორებთან ურთიერთობა, ის ურთიერთობა, რომელიც გვქონდა, უნდა გვქონდეს აუცილებლად და გვექნება. რაზე რა გავლენა იქნება, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან მიღებული, ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვით“, - განაცხადა კაკაურიძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა, არ ჩაუშვან, კაკაურიძემ უპასუხა, რომ ამას არ ელოდება.

„რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მე ჩავალ თუ არა? ბლინკენს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ის, რომ ინდივიდუალურ ადამიანებზე და ნებისმიერი თანამდებობის პირზე ჩავიდნენ, მსგავს გადაწყვეტილებას [არ ვიცნობ]. არ მგონია, რომ პირად სანქციაზე იყოს, რადგან არ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სანქციები ადეკვატურია, რომ ფინანსთა მინისტრს, ან მისს მოადგილეს [დაუწესდეს], თუ მას რამე კონკრეტული დანაშაული არ მიუძღვის“, - განაცხადა კაკაურიძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კურსს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ „საქართველოს ხელისუფლების კურსი არის, იყო და უნდა იყოს ყოველთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.

კიდევ ერთ კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლას, კაკაურიძე აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა შედგეს“.

„კანონი ძალაში როგორი შევა, მთავარი არის ეს, ამ ფორმით შესვლას ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის ქვეყანა ეწინააღმდეგება, ამიტომ საუბარი იყო, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგის შესაბამისად შესაძლებელია ის პრობლემური საკითხები, რომელიც არის, შეიცვალოს. გამჭვირვალობის პრობლემა მე მგონი, არავის უნდა ჰქონდეს, გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს“, - აცხადებს კაკაურიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის