თამარ კორძაია - პერსონალურად ვინ დასანქცირდება და ვინ არა, ეს არ არის არსებითი საკითხი - არსებითი საკითხია, რომ რუსეთის დავალებების შესასრულებლად "ქართული ოცნება" ქვეყანას დასაღუპად იმეტებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, “ქართული ოცნება” თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ “ღრმად ეფლობიან თავიანთ შეცდომებში თუ მოღალატეობრივ საქმიანობაში”.

როგორც კორძაიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების საპასუხოდ “ქართული ოცნების” განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, “რას წერს და ლაპარაკობს “ქართული ოცნება”, ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს, რადგან ქმედებით განსხვავებულ რამეს აკეთებენ და საქართველოს მომავალს ანადგურებენ”.

“ქართული ოცნება” თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ ღრმად ეფლობიან თავიანთ შეცდომებში თუ მოღალატეობრივ საქმიანობაში. მთელი სამყარო ხედავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ირანში და ხვდება ტოტალიტარული სახელმწიფოების ლიდერებს, მაგრამ არ ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელზეც დგას საქართველოს აღმშენებლობა. ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რა არჩევანი გააკეთა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საზიანოდ. ამიტომ, ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ამბობენ, ფასდაკარგული, გაცვეთილია და საქართველოს მოქალაქეები ამას არ იღებენ”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, პერსონალურად ვინ დასანქცირდება და ვინ არა, არსებითი საკითხი არაა და მთავარია ის, რომ რუსეთის დავალებების შესასრულებლად ხელისუფლება ქვეყანას დასაღუპად იმეტებს.

“ერთი რამ მკაფიოა - ისინი [აშშ] ძალიან სერიოზულად უყურებენ ამ საკითხს და ეს საკითხი არ არის მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების სანქცირება. თუ ვეტოს დაძლევენ და ძირს გამოუთხრიან საქართველოში დემოკრატიას, ამერიკა გადახედავს საქართველოსთან პარტნიორობას. ანუ, ამერიკა გადახედავს იმ დაფინანსებას, რასაც საქართველო იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამიტომ, ეს არის ზუსტად ქვეყნისთვის საფრთხისშემცველი. პერსონალურად ვინ დასანქცირდება და ვინ არა, ეს არ არის არსებითი საკითხი. არსებითი საკითხია, რომ რუსეთის დავალებების შესასრულებლად ეს ადამიანები ქვეყანას დასაღუპად იმეტებენ. ამიტომ, გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო