დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტის კომიტეტების ერთობლივ  სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

საკითხი კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

კაკაურიძის თქმით, კულტურის და სპორტის სამინისტროს ნაწილში 110.8 მლნ ლარია ათვისებული და შესრულების მაჩვენებელი არის დაახლოებით 90%, ხოლო, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, 51 მლნ ლარია ათვისებული და შესრულების მაჩვენებელი 92%-მდეა.

გიორგი კაკაურიძემ განსაკუთრებული ყურადღება პროგრამული ნაწილის ათვისებაზე გაამახვილა.

“სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობაში შესრულების მაჩვენებელი არის 92%, კულტურის განვითარების ხელშეწყობაში 90%-ზე მეტია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით - 85%, სპორტის დაფინანსება - 93% კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალურ დახმარებაში 92%-ია ათვისებული. დიასპორულ პოლიტიკაში 840 000 ლარამდეა ათვისებული და შესრულების მაჩვენებელი ამ კუთხით 82%-ია",- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება