ირაკლი ლექვინაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2023 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე უწყების საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტზე დეტალურად ისაუბრა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დახურა, გამორჩეული იყო 3 შეთანხმებული ქმედების (კარტელი) თემა - საწვავის, ფარმაციის და ონლაინ ბილეთების ბაზარზე. სამივე საქმეში დარღვევა იქნა დადგენილი. მოკვლევის 2 საქმეში სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მიმართ რეკომენდაციები გაიცა, ერთ საქმეში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დადასტურდა, ერთ საქმეში კი დომინანტობის ბოროტად გამოყენება არ იქნა დადგენილი.

გასული წლის მონიტორინგებიდან გამორჩეული იყო საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის შეფასება, სადაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის შეზღუდვის გარკვეული რისკები იქნა დანახული. შესაბამისად, მარეგულირებლის მიმართ 6 რეკომენდაციაც გაიცა, რადგან ბაზარი უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გახდეს.

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე კვარტალურად მოწმდება განხორციელებული კონცენტრაციები და შეუტყობინებლობის შემთხვევაში შესაბამისი წარმოება იწყება. 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი განმარტებით, 2023 წელს, პირველი ქეისი შედგა დემპინგის მიმართულებით, შესწავლის დაწყების შემდეგ იმპორტიორმა ფასების კორექტირება უზრუნველყო, რაც ადგილობრივი ინდუსტრიის მხრიდან სამართლიანად ჩაითვალა და შესწავლაც შეწყდა.

„აქტიური და შედეგიანია მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საქმიანობა, დადგინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სტანდარტი. მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 500 000 ლარამდე პირდაპირი სარგებელი მიიღეს მომხმარებლებმა. დაჯარიმდა 11 მოვაჭრე", - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ირაკლი ლექვინაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში