თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობს.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ლილე ლიპარტელიანმა და ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომა დაწყებისთანავე დატოვეს.

ისინი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბოიკოტს უცხადებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს აღარ დაესწრება.

“როგორც წინა სხდომაზე გითხარით, “რუსული კანონის” შემოქმედების და ასევე, მხარდაჭერებისთვის ნამდვილად გამარჯობის თქმა გამიჭირდება. ეს სიტყვა გამარჯვებას მოიცავს და ვერ გისურვებთ ნამდვილად გამარჯვებას ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. შეგიძლიათ ჩვენს არასრულწლოვან შვილებს, მოხუც მშობლებს დაურეკოთ და მორალური ტერორის ქვეშ ამყოფოთ. ამის შემდგომ მიდიხართ მარშზე, ოჯახის პატივისცემის და მშობლების პატივისცემის მარშზე დგებით. ეს ყველაფერი ფარისევლობაა. სად არის ამ დროს თქვენი ქრისტიანული მორალი და ზოგადად მორალი? უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებთ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბოიკოტს უცხადებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს აღარ დაესწრება. ფრაქცია მუშაობას მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად აგრძელებს, ბოლომდე იბრძოლებს, რომ თბილისის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს თბილისის ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე და გვერდით ყველა მოქალაქეს დაუდგება, რომელიც დღეს დედაქალაქში თანადგომას საჭიროებს”, - აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა.

აგრეთვე, სხდომათა დარბაზში “ანა დოლიძე - ხალხისთვის“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებიც არ იმყოფებიან.

ამასთან, დღეს საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი პარტია „ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დეპუტატებმაც გამოუცხადეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს