სოფო ჯაფარიძე - დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც მსოფლიოს დაანახეს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ და „ქართული ოცნების“ რუსული სახე

დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც მსოფლიოს დაანახეს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ და ქართული ოცნების რუსული სახე - ოლიგარქს და რუსულ მთავრობას წინ უფრო რთული დღეები ელის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აქციებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახში დაბრუნებას იმსახურებს.

„დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომელებმაც დაანახეს მსოფლიოს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ და ქართული ოცნების რუსული სახე!

სტუდენტებისა და ლექტორების, ექიმების, ხელოვანების, სამოქალაქო აქტივისტების, ათეულობით დაკავებულის და საშინლად ნაცემი, ძალადობრივად დარბეული აქციის მონაწილეების სიჯიუტემ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ევროპულ ოჯახში დაბრუნებას!

ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია!

წინ უფრო რთული დღეები ელის ოლიგარქს და რუსულ მთავრობას!

არა რუსულს არაფერს!

კი ევროპას!“, - წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ