ჯაბა სამუშიამ გერმანული ენის დიპლომების - DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანული ენის დიპლომების - DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანული ენის მეორე საფეხურის დიპლომი „Deutsches Sprachdiplom II“ საქართველოს გერმანული ენის დიპლომის სკოლების (PASCH) 2024 წლის 121 კურსდამთავრებულს გადაეცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მხარეებს საქართველოში გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობისთვის.

„პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10-ზე მეტ სკოლაში გერმანული ენა ინტენსიურად ისწავლება. მადლობა ყველას, ვინც მხარში უდგას ქართველ ახალგაზრდებს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალურ უწყებას (ZfA), გერმანიის საელჩოს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურს (DAAD). მათი ხელშეწყობით ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდა მიდის სასწავლებლად გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მუდმივი წარმომადგენელი ტანია ჰუტი, საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალური უწყების (ZfA), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გერმანული ენის დიპლომის სკოლების (PASCH) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ეს პროგრამა არა მხოლოდ გერმანული ენის შესწავლას უზრუნველყოფს, არამედ ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია ქართველი და გერმანელი ახალგაზრდების. ასევე, ჩვენი ქვეყნების ღირებულებების გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს. მინდა, მოგმართოთ, რომ იყოთ გამბედავები, გამოიყენეთ უნარები და ცოდნა, რომელიც სკოლაში შეიძინეთ, თქვენი ქვეყნისთვის“,- აღნიშნა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მუდმივმა წარმომადგენელმა ტანია ჰუტიმ.

საქართველოში 15-მდე PASCH-სკოლაა, სადაც გერმანული ენა გაძლიერებულად ისწავლება. თორმეტ მათგანში ათი სასწავლო წლის შემდეგ შესაძლებელია გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მეორე საფეხურის დიპლომის (DSD II) მიღება, რაც გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის წინაპირობას წარმოადგენს.

DSD-დიპლომი წარმოადგენს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისათვის აუცილებელი ენის ცოდნის დასტურს. ამ დიპლომს 70-ზე მეტ ქვეყანაში გასცემენ და მის მისაღებად წელიწადში 80 ათასზე მეტი გამოცდა ტარდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის