ირაკლი ხელაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომ ღირსებით და თავაწეული გაწევრიანდეს ევროპულ დიდი ოჯახში

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე საკრებულოს ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ბოიკოტს აცხადებს პარტია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის 20% ჩააბარა რუსეთს.

„მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ჩვენი კოლეგების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საკრებულოს საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა იმ პარტიამ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% პირდაპირ ჩააბარა რუსეთს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები მიჰყიდა რუსებს და უამრავი რუსული საქმე აკეთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ეს არის მათი რეალური და ნამდვილი სახე“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განცხადება გააკეთა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. ირაკლი ხელაძის თქმით, ეს არის შანტაჟი საქართველოს ხელისუფლების და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

„ბოლო დღეებია ყველა მხრიდან ვუყურებთ მასირებულ შეტევას და შანტაჟს საქართველოს ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ვუყურებთ სიგიჟეს, რომელმაც უკვე ისტერიული ხასიათი მიიღო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ამ ორკესტრირებული თავდასხმების მიზანი არის ერთადერთი, უარი გვათქმევინონ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, დაგვათმობინონ ჩვენი ხელისუფლების ყველაზე ღირებული მონაპოვარი მშვიდობა და ქვეყანა დაგვაყენებინონ კატასტროფის წინაშე.

ჩვენ გუშინ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის მისამართით გაჟღერებული მუქარა ევროკომისრის მხრიდან, რომელიც ცდება ყველანაირ პარტნიორულ ურთიერთობას და იძენს ძალიან მძიმე ხასიათს. მიუხედავად ამხელა ზეწოლისა, გაუგონარი მეთოდებით ბრძოლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს უკან დახევას. ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და კულტურას, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომ ღირსებით და თავაწეული გაწევრიანდეს ევროპულ დიდი ოჯახში.ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ, საქართველო და ქართული საზოგადოება არაფრის ფასად არ იყიდება!“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ყოველთვის დაიცავს სამ ძირითად პრინციპს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ყველაფერი. ეს პრინციპებია: მამული, ენა და სარწმუნოება.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში