ცოლის და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - იმ ვითარების აღდგენა, რაც და როგორც ხდებოდა, მას ძალიან უჭირს

იმ ვითარების აღდგენა, რაც და როგორც ხდებოდა, მას ძალიან უჭირს. მოტივთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს გარკვეული წინაპირობებით იყო გამოწვეული, - ამის შესახებ 20 წლის ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ფირაშვილის ადვოკატმა გიორგი ძოწენიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს განიცდის.

„მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, მას მომხდარიდან გამომდინარე, უჭირს საუბარი, რაც აშკარად ჩანდა პროცესზეც. რაც შეეხება დუმილის უფლებას, ის იმდენად მძიმე მდგომარეობაშია და განიცდის, არც შეუძლია და არც უნდა საუბარი. მიზეზად ამ შემთხვევაში, ცალსახად საუბარი, რომ ეშინია, უადგილო და არასწორი იქნება.

შეძლებისდაგვარად, უშუალოდ ფაქტთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. წინა შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ჩვენ არსებითი და შინაარსობრივი საუბარი ამ ეტაპზე არ გვქონია. მოტივთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ეს გამოწვეული იყო გარკვეული წინაპირობებით. შემდეგი სხდომა 13 ივლისს დაინიშნა, ამ დრომდე, წარიმართება გამოძიება, მსვლელობას დაველოდოთ. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის 38-ე მუხლი პარალელური გამოძიების წარმართვის შესაძლებლობას გვაძლევს, ანუ შესაძლებელია ჩვენი მხრიდანაც გარკვეული გარემოებების დაფიქსირება მოხდეს“, - განაცხადა ძოწენიძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულს თოფი მკვლელობის ჩასადენად არ შეუძენია.

„თოფთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს იმ დღეს ნაყიდი არ იყო. ის ავტომობილით არ დაჰქონდა, როდის შეიძინა იარაღი, არ შემიძლია გითხრათ, ყოველ შემთხვევაში, მკვლელობისთვის არ შეუძენია“, - აცხადებს ძოწენიძე.

ცოლის, მარიამ სოფრომაძისა და სიდედრის, ინგა ბეგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია