ოლექსი გონჩარენკო - მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია

საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ამ ე.წ. კანონზე, სინამდვილეში რაც ხდება, არის ის, რომ მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, როგორც ეს მოხდა ბელარუსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, იმსჯელეს.

„ჩვენ აქ ბელარუსიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში ვართ და თუ გვინდა ვიხილოთ კიდევ ერთი ლუკაშენკო, კიდევ ერთი რეჟიმი, რომელიც ჯერ იწყებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, შემდეგ არჩევნების გაყალბებას, შემდეგ ოპოზიციონერების მკვლელობას, შემდეგ დაკავებას და ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: ოჰ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოკლეს, ოჰ, კიდევ ათი მოკლეს, ოჰ, ასობით დააპატიმრეს, კიდევ ერთი ქვეყანა აღარ დგას ევროპულ გზაზე, მაგრამ ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვილაპარაკოთ, ან უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ - „რისი გაკეთება შეგვიძლია?“ - ეს არის კითხვა“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

მან გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ენაზე საუბარს იწყებს.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, სამწუხაროდ საქართველოს ნამდვილი მფლობელია, სამწუხაროდ ახლა პუტინის ენაზე საუბარზე გადადის. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა საქართველოში: საქართველოს 2008 წელს რუსეთი არ დასხმია თავს, უკრაინას 2014 და 2022 წლებში რუსეთი არ დასხმია თავს, არამედ „ომის გლობალური პარტია“. ეს ჩვენ გვიწოდა, ვენეციის კომისიას, რომელმაც თქვა, რომ ეს კანონი არის სისულელე და არა კანონი. ჩვენ ყველას, ვისაც გვსურს, საქართველო იყოს აყვავებული თავისუფალი, ევროპული - ჩვენ ვართ „ომის პარტია“ და პუტინი დიდებულია, რადგან პუტინი ივანიშვილის ნამდვილი მეგობარია, ეს არის ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს. ასე რომ, უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვუთხრათ ე.წ. „ქართულ ოცნებას“, ეგრეთწოდებულს, რადგან უფრო რუსულ ოცნებას ჰგავს, რომ რასაც ისინი აკეთებენ არის აუტანელი, მიუღებელი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

დასასრულს, მან ქართველ ხალხს ქართულად მიმართა. "ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, საქართველოს გაუმარჯოს. ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს