თამარ ჩუგოშვილი - სანქციების რამდენიმე პაკეტია, ჩვენ დღეს ვნახეთ პირველი - წინ დიდი ამბები გველოდება

ჩვენ დღეს ვნახეთ სანქციების პირველი პაკეტი, ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ დიდი ამბები გველოდება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის მტკიცებით, წინ სანქციების პაკეტისა და პროცესების დამძიმება გველის.

„სანქციების რამდენიმე პაკეტია, ჩვენ დღეს ვნახეთ პირველი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე მძიმე სანქციები იქნება იმ კანონზე დაფუძნებული, რომელსაც ახლა კონგრესი განიხილავს, ქვედა პალატაც და ზედა პალატაც. კანონი იქნება მიღებული, რომელიც გაიგზავნება პრეზიდენტთან ხელის მოსაწერად და ხელის მოწერის შემდეგ კანონშია მოცემული ვადები, როდის დაიწყებს ამოქმედებას. ძალაში შესვლიდან 60 დღის განმავლობაში მოხდება ინდივიდუალური სანქციების გამოყენება და 90 დღის განმავლობაში რუსეთის გავლენის აგენტების და ჩინეთის აგენტების გამოვლენა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში აღმოჩნდება 10 ადამიანი მაინც, ვინც ვეტოს დაძლევაზე უარს იტყვის, რეალურად საკუთარ თავსაც გადაარჩენენ და ქვეყანასაც.

„76 ხმა ჭირდება ვეტოს დაძლევას. თუ აღმოჩნდა ათამდე ადამიანი მაინც, ვინც გაიზიარებს, რომ მათ და მათ შვილებს შეექმნებათ პრობლემები ან უბრალოდ გაიაზრებენ, რომ არ შეიძლება ქვეყანას ეს გაუკეთო და იტყვიან უარს ვეტოს დაძლევაზე, მაშინ რეალურად გადაარჩენენ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. აბსოლუტურად სხვა პროცესები წავა ქვეყანაში, მოტრიალდება და სრულიად სხვა დინამიკაში გადავა.

მე რომ მათ ადგილზე ვიყო, საერთოდ ვიფიქრებდი დეპუტატების სხვა ჯგუფთან ერთად დროებითი მთავრობის შექმნაზე. ეს იქნება ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი დემოკრატიულ ქვეყანაში. როდესაც შენი დანიშნული მთავრობა აღარ მიდის იმ კურსით, რა დავალებაც მიეცი, შენ მას ცვლი და ნიშნავ სხვას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია