შოთა ხაბარელი - ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული ლუსტრაცია - ქვეყნის სიმცირე მონობას არ ნიშნავს

ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შოთა ხაბარელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციას.

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა. მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

„ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები!

ახალგაზრდების იმ ნაწილს მივმართავ, ვინც აქციაზე დადიოდა:

ჩვენო შვილებო, ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა?!ხედავთ რამხელა ამბავი ატყდა ლომჯარიამ და გიგაურმა დეკლარაცია რომ არ შეავსონ?!

ხვდებით რა გეგმები ეშლებათ ამით და რამხელა ბოროტება იმალება ამ ყველაფრის უკან?!

კანონზე, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად აქვთ დღემდე ამერიკელებს, ისინი თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას გისანქცირებენ!..

თავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების წინააღმდეგ გამოგიყვანეს ქუჩაში!

ვითომ ანტირუსული კამპანიით საბჭოთა კამპანიაში ჩაგრთეს!

ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს!

მოგატყუეს!

ნუ იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად ნურც ამ სიტყვებით და ნურც იმით, რომ მოტყუვდით. მხოლოდ გამოუცდელობაა, რითაც ისინი სარგებლობენ. თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ. გავა დრო და ათასჯერ კარგად შეხედავთ, რა რთულია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იმ ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტამდე ოკუპირებულია და მეორე მხრივ, რომლის მართვასაც აგენტურის, და არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ხელით ცდილობენ. რომლის მიმართ ინტერესი პაიკის როლია, რომელიც დიდი ფიგურების ინტერესებს უნდა შეეწიროს!..

ჩვენ კი ამას არ ვუშვებთ, სხვები კი ცდილობენ, ჩვენივე ხალხი დაგვიპირისპირონ მათი “გლობალური ამოცანების” განსახორციელებლად.

ქვეყნის სიმცირე მონობას არ ნიშნავს, სიამაყით და ღირსებით ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ!” - წერს შოთა ხაბარელი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია