ანა წითლიძე - ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არა რუსულ კანონს დღეს ნიშნავს არა რუსულ რეჟიმს

ასეთი ტიპის აქციებმა და საქართველოს მოქალაქეების ურყევმა ნებამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, გამოიწვია ის, რომ დღეს აშშ და ევროკავშირი დგანან საქართველოს მოქალაქეების გვერდით და ეხმარებიან სანქციებით იმისათვის, რომ რუსული რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ ქვეყნიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ „თავისუფლების მარშის“ მსვლელობისას „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, მოწოდება „არა რუსულ კანონს“ დღეს ნიშნავს „არა რუსულ რეჟიმს“.

„ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი და იზოლაციისკენ მიჰყავს ქვეყანა. როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევი სურვილი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს საქართველოს მოქალაქეებს.

ასევე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მათ, ვინც აქციების დროს დააკავეს, ყველას ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვისაც რეჟიმი შეეხო, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მონაპოვარიც არის ის რეაქცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ქართველ ხალხთან.

უკვე არ აქვს მნიშვნელობა ახლა რას იზამს „ქართული ოცნება“, არ აქვს მნიშვნელობა მიიღებს თუ არა ამ კანონს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ შეძლო ის, რომ ის ნიღაბი, რომლითაც 12 წლის განმავლობაში ახერხებდა მოეტყუებინა საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეები, საბოლოოდ ჩამოიხსნა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არა რუსულ კანონს დღეს ნიშნავს არა რუსულ რეჟიმს”,- განაცხადა წითლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია