აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

„დღეს, ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი გამოვაცხადეთ. ეს პაკეტი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა უკრაინას ხარკოვის მახლობლად რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში დავეხმაროთ, უკრაინას ბრძოლის ველზე მისი ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ს მძიმე ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებსა და მრავალ სხვას მოიცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად კრიტიკული შესაძლებლობები ჰქონდეთ“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს