მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით რუსთავში აღინიშნება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა თემატური საგამოფენო სივრცეები, რომლებიც მიეძღვნება: ქალაქ რუსთავის ისტორიასა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებლის, აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილეს და ქართული დიპლომატიის ისტორიას, ცალკე საგამოფენო სივრცე - „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“ მიეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას.

„ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, ასევე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოეწყობა შემოქმედებითი სივრცეები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ 14:00 საათიდან ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებში. სტუმართა საზეიმო განწყობაზე ასევე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და ორკესტრი.

17:10-ზე, ფოლკლორული ანსამბლი „ თუთარჩელა" შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. 17:30-ზე დაგეგმილია ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე დრამერების ჯგუფი „არტ ლაიფი" წარდგება. საზეიმო ღონისძიებები კი ბენდი „გუფი ლენდის" კონცერტით დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია