კახა კალაძე - საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? - ქვეყანას დასანქცირების საფრთხე არ ემუქრება

საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო? აი, ახსნას ვინმემ, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, პარტნიორი ქვეყნებისგან ჩვენი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა ურთიერთობებისთვის მძიმე და დამაზიანებელია.

„მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, აბსოლუტურად გაუგებარია სანქციების ნაწილი, რომელიც მიმოსვლასთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული, რის გამო? რომ ქვეყანაში, პარლამენტი, რომელიც ქვეყნის უმრავლესობამ აირჩია, კანონს იღებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას ეხება? როდესაც ამაზე ზემოქმედებას ახორციელებ, მაშინ ჩვენ არც მეგობრები არ ვყოფილვართ, არც პარტნიორები, მტრები ვყოფილვართ, ასე გამოდის, ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია, რადგან მოსახლეობას მიაჩნია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა. ამ ტიპის ჩარევები ძალიან მძიმეა და ამ ურთიერთობებისთვის ძალიან დამაზიანებელია. ამიტომ ვახსენე, რომ აღნიშნული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას... რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით მეგობრობას, პარტნიორობას, ჯანსაღ ურთიერთობებს, მაგრამ რაც ბოლოს ხდება კონკრეტული ქმედებები, ეს არ არის, არც პარტნიორობა, არც მეგობრობა და ვფიქრობ, ამ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს დღეს, გადატვირთვა სჭირდება და საჭიროებს გადატვირთვას...

ნამდვილად გულდასაწყვეტია ამგვარი და ამ ტიპის დამოკიდებულებაა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ესეც ჩვენი ბრალია არამხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, ბოლო ათეული წლების განმავლობაში რაც ხდებოდა, რა დამოკიდებულებაც იყო. საკუთარი თავის ფასი არ ვიცით ჩვენ და საკუთარ ქვეყანას არ ვაფასებთ, საკუთარ სამშობლოს არ ვაფასებთ და რა თქმა უნდა, უნდა სხვასაც, იგივე დამოკიდებულება ექნება. შენ თუ შენს ქვეყანას, შენს სამშობლოს არ აფასებ, სხვისი მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება იქნება და შედეგიც სახეზე გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება მერწმუნეთ. წარმოუდგენელია, თუ საფრანგეთისთვის შეიძლება ასეთი და უფრო მძაფრი კანონის მიღება, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ძალიან უწყინარი კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - გამჭვირვალობას, ან როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ცუდი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს, წარმოუდგენელია, უბრალოდ.

საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს სანქციები დაწესებული, რის გამო, აი, ახსნას ვინმემ, რის გამო? უფრო ძლიერები არიან, უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? დაჩაგრონ სახელმწიფო, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქცეოდნენ? კი ბატონო, გააკეთონ, ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ? ვინმეს ასე წარმოუდგენია? და მეორე ფრონტი გაჩნდება ქვეყანაში?“ - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რომ ეს სანქციები ლიდერების ოჯახის წევრებზეც გათვალისწინებულია, კალაძე პასუხობს, რომ ამას „როგორმე გადაიტანენ“.

„გადავიტანთ როგორმე, გადავიტანთ. ისეთი რთული პერიოდი გამოვიარეთ, როგორიც იყო მაგალითად, პანდემია, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა, ყველაფერს გავუძლებთ. როცა ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, თანამდებობის პირები ყველაფერს გავუძლებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ის პროცესები მოხდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.

ქვეყანას დასანქცირების საფრთხე არ ემუქრება. მე იმედი მაქვს, ჩვენ არ მივალთ ამ დონემდე, მოხდება ურთიერთობების გახედვა, გადატვირთვა და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს. არ ინერვიულოთ, ყველაფერი იქნება მაგრად“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო