ცოტნე ანანიძე -  26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს და სანქციები არავის უხსენებია - ეს არის შერჩევითი სამართალი

26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს და სანქციები არავის უხსენებია - ეს არის შერჩევითი სამართალი, - ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე შესაძლო სანქციების დაწესების საკითხს.

ანანიძე იმედოვნებს, რომ „გაუგებრობა აღმოიფხვრება“.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ უამრავ გამოწვევას გაუძლო, გააუმჯობესა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და სხვა უამრავი მიმართულება, პარტნიორულ ურთიერთობებს არანაირად არ შეესაბამება და შერჩევითი სამართალია ამ დროს სანქციებზე საუბარი. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება. გაირკვევა სიმართლე, ისე როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ახლახან სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. როდესაც მოგვიწოდებდნენ ევროპელი პარტნიორები მის ქვეყნიდან გაყვანისკენ და პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ", - აცხადებს ანანიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება