კახა კალაძე აშშ-ზე  -  ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორები, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის

საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესებამ გამოიწვიოს და გათვალისწინებულია თუ არა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დასრულების რისკები.

„რა თქმა უნდა, ყველაფრის გათვლა ხდება და ყველაფერზე მიდის მუშაობა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ სანქციების ნაწილი, მიმოსვლასთან დაკავშირებით რაც იქნა გაჟღერებული. პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორები, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის. ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მოსახლეობას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამიტომ ვთქვი, რომ აღნიშნული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ პარტნიორ ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის დამოკიდებულება აქვთ.

„ესეც ჩვენი ბრალია, არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ ბოლო ათეული წლების განმავლობაში რაც ხდებოდა, რა დამოკიდებულებაც იყო. საკუთარი თავის ფასი არ ვიცით, საკუთარ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს არ ვაფასებთ და რა თქმა უნდა, სხვასაც იგივე დამოკიდებულება ექნება. შენ თუ შენს ქვეყანას არ აფასებ, სხვისი მხრიდანაც იგივე აგდებული დამოკიდებულება იქნება. შედეგი სახეზე გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი გამოსწორდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საინტერესოა, თუ საფრანგეთისთვის შეიძლება „ასეთი და უფრო მძაფრი კანონის მიღება, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში იყოს ძალიან უწყინარი კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს“.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024