კონგრესმენები - ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში

ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ.

გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს.

„რესპუბლიკელები და დემოკრატები, ორ პარტიაში, ორივე პალატაში ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში. აი, ამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, ყოველთვის იყო, და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს”, - მიიჩნევს კონგრესმენი.

ჰელსინკის კომისიის კიდევ ერთი წევრი, კონგრესმენი სტივ კოენი ამბობს, რომ „საქართველოს ხელს ჰკრავენ მოსკოვისკენ“.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ ქართველი ხალხის წინაშე, დავეხმაროთ დაიცვან თავისი დემოკრატია და პრო-დასავლური მომავალი. ეს კანონი სწორედ ამას აკეთებს და ქმნის საფუძველს ახალი ფურცლის დასაწყებად, უფრო მრავალფეროვანი და გაფართოებული ორმხრივი პარტნიორობისთვის“, - ამბობს სტივ კოენი.

კიდევ ერთი კონგრესმენის, გრეგორი მიქსის განცხადებით, „ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი“.

"ჩვენთვის პრობლემაა ნებისმიერი, ვისაც სურს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარეს იყოს. ეს დემოკრატიისთვის საფრთხეა ყველგან. ამიტომ, ვფიქრობ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი. არაა ის, სადაც უნდა ვიდგეთ, როგორც დემოკრატიული ქვეყნები. თუკი სხვაგვარად იქცევი, მაშინ ამბობ, რომ გსურს ავტოკრატიული ქვეყნების და მათი ტიპის დიქტატორების ნაწილი იყო. ვიმედოვნებ, ისინი ამას გაითვალისწინებენ”, - აცხადებს გრეგორი მიქსი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს