„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სტუდენტებს შეხვდა

პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსია მიმდინარე მოვლენებს, ახალგაზრდების როლსა და იმ პერსპექტივაზე საუბარს დაეთმო, რომელსაც ლელო ახალგაზრდებს სთავაზობს. შეხვედრა, რომელსაც 300-მდე სტუდენტი ესწრებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათს გაგრძელდა.

"ჩვენი ახალგაზრდები არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ანუ თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთისკენ სვლას. ბრძოლა გაგრძელდება ყველანაირი კანონიერი მეთოდით იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი გზაჯვარედინი ჩვენს ქვეყანას მრავალი ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონია, ამიტომ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. მე მათ დავპირდი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ამ ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ გამარჯვების გზაზე" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს