დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები დაიწყო

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები დაიწყო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ.

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან.

ამასთან, 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

26 მაისს საზეიმო ღონისძიებები, თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება და საღამოს რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტით დასრულდება.

როგორც ცნობილია, 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები, თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება და საღამოს რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტით დასრულდება 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა - "ამბავი საქართველოზე".

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია