ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს ერი, რომელსაც შეუძლია, ასეთი ომი მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეაჩეროს - ჩვენ გვჭირდება მსოფლიო ლიდერების მონაწილეობა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა, საჰაერო თავდაცვაში დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა.

„ყველამ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ნორმად აქციონ სიცოცხლის დაწვა, ქალაქებისა და სოფლების განადგურება, ხალხების დაყოფა და ეროვნული საზღვრების წაშლა ომის გზით. არ არსებობს ერი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ასეთი ომი მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით. ჩვენ გვჭირდება მსოფლიო ლიდერების მონაწილეობა. ახლა ხარკოვში ვარ. ეს არის ქალაქი აღმოსავლეთ უკრაინაში და, სამწუხაროდ, ძალიან ახლოს რუსეთის საზღვართან. რას ნიშნავს ეს ხარკოვისთვის? მუდმივი ტერორის მესამე წელი, მილიონზე მეტი ადამიანი ამ ქალაქში და ყოველ ღამე, ყოველ დღე, რუსული არმია ბომბავს ქალაქს. ყველაზე მეტად - С-300 რაკეტებით. ეს არის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს ხმელეთზე ტერორისთვის“, - აღნიშა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომი უკრაინას არ სურდა და არ დაუწყია და ის მხოლოდ თავს იცავს რუსეთისგან.

„დამწვარი სიცარიელე ომის ყველაზე საშინელი შედეგია. ომი, რომელიც ჩვენ უკრაინაში არ გვინდოდა. რისი პროვოცირებაც ჩვენ არ მოგვიწყვია და რომელშიც უკრაინა იცავს თავს რუსეთის მცდელობისგან, წაგვართვას ჩვენი რესურსები და ტერიტორიები და გაანადგუროს ჩვენი ეროვნული იდენტობა. მსოფლიო ხედავს ამას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, მშვიდობის დამყარების ძალისხმევაში ლიდერობა გამოიჩინონ.

„ოთხმოცზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ლიდერებთან, ვიწვევთ მათ სამიტზე. მადლობა ყველას, ვინც ნამდვილად უწყობს ხელს მშვიდობასთან დაახლოებას. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს: პრეზიდენტ ბაიდენს, შეერთებული შტატების ლიდერს, პრეზიდენტ სი ძინპინს, ჩინეთის ლიდერს. არ გვინდა, რომ გაერო-ს წესდება დაიწვას. გთხოვთ, აჩვენოთ თქვენი ლიდერობა მშვიდობის დამყარებაში - ჭეშმარიტი მშვიდობა და არა დარტყმებს შორის პაუზა. მსოფლიო უმრავლესობის ძალისხმევა არის ვალდებულებების შესრულების საუკეთესო გარანტია. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ მშვიდობის სამიტს თქვენი პირადი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით. ყველა ჩვენგანისთვის სასიამოვნო იქნება მშვიდობის დამყარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024