ირაკლი ჩიქოვანი - სწორედ ერთიანი საქართველოა და არა ოკუპაციით გახლეჩილი სამშობლო კეთილი მომავლის საწინდარი, მტკიცედ მწამს, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, მხოლოდ ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში შევძლებთ საკუთარი იდენტობის დაცვას და გაძლიერებას, -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო მისი ყველა მოქალაქის თვითრეალიზების, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ასეთი საქართველო დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში.

„სწორედ ერთიანი საქართველოა და არა ოკუპაციით გახლეჩილი სამშობლო კეთილი მომავლის საწინდარი. მტკიცედ მწამს, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გაძლიერებას, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის შედეგია.

„მინდა პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას. ქედს ვიხრი თითოეულის ხსოვნის წინაშე. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო მათი ოჯახების მიმართ. თქვენ აღზარდეთ გმირები. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, რომლებიც ღირსეულად იბრძოდნენ საქართველოსთვის და მისი უკეთესი მომავლისთვის. საქართველოს დამცველებო, თქვენი თავდადება ფასდაუდებელია. ვულოცავ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს დაჭრილ, დაშავებულ მებრძოლებს, რომელთა დაუმარცხებელი სული სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის“,-განაცხადა ჩიქოვანმა. მან რეკრუტებს მიმართა, რომ მათ ისტორიულ დღეს დადეს ფიცი და შემოუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს.

„მჯერა, ეს გადაწყვეტილება მუდამ იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დღე. დარწმუნებული ვარ, პირნათლად მოიხდით თქვენს მხედრულ ვალს საქართველოს წინაშე. რეკრუტებო, თავდაცვის ძალები ერთი დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი, დაიცვას ჩვენი სამშობლო. დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი შრომითა და მონდომებით ქმნის ჩვენი ქვეყნის ძლიერ და ნათელ მომავალს. ჩვენს ექიმებს, მასწავლებლებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, ფერმერებს. ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და გაძლიერებაში. ყველანი ერთად ვაძლიერებთ დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოს, რაც მისი ყველა მოქალაქის თვითრეალიზების, განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. ზუსტად ასეთი საქართველო დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო