ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის დღეა, პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენება

სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენება, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანაზე.

„არ მინდა განცხადებებთან დაკავშირებით განსაკუთრებული კომენტარი გავაკეთო. სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენება, ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება