გიორგი ამილახვარი - ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მჯერა, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

განათლების მინისტრი დარწმუნებულია, რომ „ერთიანობითა და სიმტკიცით სასურველ შედეგს მივაღწევთ - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ“.

„26 მაისი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ეს დღე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ერთობის, თავისუფლებისა და იდენტობის სიმბოლოა!

სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, მათ შორის, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს!

დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეგრძნება, ჩვენი ისტორია, ღირებულებები, კულტურა, ხასიათი და ღირსება - ეს გახლავთ ყველაფერი ის, რაც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს - თითოეულს უდიდესი რწმენითა და იმედით გვავსებს.

ყველა ჩვენგანის ვალია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სწრაფვაზე.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა, რომლის განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია