დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

„როგორც მეზობელი ქვეყანა, საქართველო ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით", - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მისალოც წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილის გამოუგზავნა.

წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ მეგობარი ქვეყანაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორია.

„ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მტკიცე თანამშრომლობა ყველა სფეროში განმტკიცდება", - ნათქვამია წერილში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის მისალოც წერილში საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარსა და მეზობელს მოიხსენიებს და წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

„დაე, კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ხალხების ძმური კავშირები და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც სომხეთს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას კეთილდღეობას მოუტანს" , - აღნიშნულია ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც წერილში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება