ირაკლი ნადარეიშვილი - თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში

მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვულოცო ჩვენი მთავარი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და წვლილი შევიტანოთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მან დღეს რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

გამოფენა-ბაზრობაზე, რომელიც, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში იმართება ხოლმე, წელს 100-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმის, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარების დამზადებული პროდუქციის მრავალსახეობა - ხის ნაკეთობები, სათამაშოები, სახლის დეკორი, სამკაულები, ტანსაცმელი, ტყავის აქსესუარები და სხვა ნაწარმია წარმოდგენილი.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს წინსვლისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების პროცესში აბსოლუტურად თანაბარი წვლილი და როლი აქვს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს - ასაკის, პროფესიის და საქმიანობის მიუხედავად.

პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც აქტიურ მონაწილეობას იღებს და ფართოდაა წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის რვა ქალაქში. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სამინისტროს უწყებათა პავილიონებში დაათვალიერონ ექსპოზიციები ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მეწარმეობის მიმართულებებით, გაეცნონ სხვადასხვა სიახლეებს და პროდუქტებს.

„დღეს ჩვენს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ იმ საქმიანობას, პროგრესს და გეგმებს, რაც ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით გააჩნია. პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს წარმოდგენილი აქვთ პროდუქცია, რომელთა წარმოებასა და განვითარებაშიც ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო გამთლიანება და წარმატებული სვლა ევროპული ოჯახისკენ", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია