შოთა რეხვიაშვილი - საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი ახალქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი ახალქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი ახალქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ახალქალაქში ძალიან დიდი ინტენსივობით ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ადგილზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და იგეგმება მრავალი თემატური საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.

როგორც უწყების გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები.

პრესსამსახურის ცნობით, ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა მიულოცა. ამ წუთებში კი ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17:10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საქართველოს ჰიმნს ანსამბლი „დიდგორი" შეასრულებს, ხოლო საღამოს დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფი „ფრანი" იმღერებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია