ეკონომიკის სამინისტროსა და მისი შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო

ეკონომიკის სამინისტროსა და მისი შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო.

დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა.

„საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ახალციხიდან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო სპეციალური შემეცნებით - საინფორმაციო სივრცე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და დარგის სხვა მიღწევების შესახებ. საყოველთაო გაზიფიცირება, ელექტროენერგეტიკული გადამცემი ქსელის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვა პროექტები, რომლებსაც დამთვალიერებელი ჩვენს პავილიონში გაეცნობა, ეროვნული მნიშვნელობისაა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასთან არის დაკავშირებული" , - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ახალციხის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში მისულ სტუმრებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ენერგეტიკული შესაძლებლობები, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, პროექტები, რომლებიც სამცხე - ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება.

ჯუბო ტურაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორის თითოეული მიღწევა უწყვეტი განათლებისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.

„26 მაისს ჩვენ ზეიმით აღვნიშნავთ, რადგან თავისუფლების სიყვარული გახლავთ ის, რაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად აერთიანებს. ამასთან, დამოუკიდებლობა მხოლოდ ბრძოლით არ მოიპოვება - აუცილებელია უწყვეტი განათლება და მუხლჩაუხრელი შრომაც. ენერგეტიკის სექტორის თითოეული მიღწევა სწორედ ამ განათლებისა და შრომის შედეგია და დარწმუნებული ვარ, ყველა ენერგეტიკული პროექტი, რომელიც ამჯერად შესწავლის ან განხილვის სტადიაშია, მალე ჩადგება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სადარაჯოზე", - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

წლევანდელ 26 მაისს ახალციხის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში მისულ მოქალაქეებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიღწევებისა და სამომავლო სტრატეგიული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ენერგეტიკული პავილიონი ასევე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში