საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ინდოეთის, ისრაელის, თურქმენეთის, უზბეკეთის, შრი-ლანკის, მალდივის რესპუბლიკის, ფილიპინების და სხვა აზიური ქვეყნების საგარეო უწყებებიდან მისალოცი წერილები მიიღო.

„დაე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დღითიდღე გაძლიერდეს ჩვენი ერების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა გამოაქვეყნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ისრაელის სახელმწიფომაც: „ძვირფასო საქართველო, ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ", - ნათქვამია ისრაელს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბახტიორ საიდოვმა.

„წერილში გამოთქმულია იმედი, რომ, არსებული პოტენციალისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უფრო მაღალ საფეხურზე გადავა. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეშიდ მერედოვმა ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროს მოიცავს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს მისალოც პოსტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და საქართველოს წინსვლას, პროგრესსა და კეთილდღეობას უსურვებს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ შრი ლანკისა, მალდივის რესპუბლიკისა და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრების მისალოცი წერილებიც მიიღო. ისინი გამოთქვამენ რწმენას, რომ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების შესაბამისად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია