"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, თბილისში მოწყობილ სამეწარმეო მარკეტში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი იმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

"აწარმოე საქართველოს" ინფორმაციით, ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, რომელთა დიდი ნაწილი სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები არიან.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ - ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ტყავის აქსესუარებსა და სხვა პროდუქციას.

სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერეს და მეწარმეებს გაესაუბრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე.

"26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც აქტიურ მონაწილეობას იღებს და ფართოდაა წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის რვა ქალაქში. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სამინისტროს უწყებათა პავილიონებში დაათვალიერონ ექსპოზიციები ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ასევე მეწარმეობის მიმართულებით, გაეცნონ სხვადასხვა სიახლეებს და პროდუქტებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს წარმოდგენილი აქვთ პროდუქცია, რომელთა წარმოებასა და განვითარებაშიც ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო გამთლიანება და წარმატებული სვლა ევროპული ოჯახისკენ", - აღნიშნა საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, პროდუქცია მრავალფეროვანია.

"აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები და სხვა მეწარმეები რუსთაველის გამზირზე საკუთარ პროდუქციასა და ნაწარმს წარმოადგენენ. პროდუქცია მრავალფეროვანია - ტყავის ნაწარმი, ხის ნაკეთობები, სათამაშოები, საკვები და სასმელი პროდუქტები. დამთვალიერებლებისა და სტუმრების მხრიდან დაინტერესება დიდია, მათ ამ ყველაფრის ადგილზე შეძენა შეუძლიათ. ამასთან, სტუმრები ეცნობიან, რა პროდუქცია იწარმოება "აწარმოე საქართველოში" პროგრამების მხარდაჭერით, ჩვენი ბენეფიციარების მიერ", - აღნიშნა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

ამასთან, განმარტავენ, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დილიდან აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ღონისძიებების მთავარი კონცეფციაა - რაც გვეამაყება და გვაერთიანებს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024