გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს მდინარეებში წყლის დონემ იკლო - ვერეს ხეობაში მონიტორინგი ხორციელდება

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ვერეს ხეობაში, ასევე საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ნალექი შეწყდა და ახლა საშიშროებაც ნაკლებია.

„წყლის დონემ კლება ყველგან დაიწყო, არა მარტო ვერეს ხეობაში, სხვა მდინარეებზეც იყო მომატებული უხვი ნალექის გამო. ყველა მდინარემ კლება დაიწყო იმიტომ, რომ ნალექი შეწყდა და აღარც ველოდებით. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ დაიკლო და საშიშროებაც ნაკლებია. ვერეს ხეობაში მონიტორინგი ხორციელდება, გვაქვს სადგურები და ვითარებას აკვირდებიან“, -განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განცხადებასაც გაავრცელებენ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა”. მდინარემ ავტომობილიც წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი.

ინფორმაციისთვის, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში ადიდებულია რამდენიმე მდინარე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს