ვახტანგ ცინცაძე - 26 მაისი აღმატებული დღეა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე აღმატებული დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს, რადგან ყველას კარგად ესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი.

„ეკონომიკის სამინისტროს სახელით, მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო 26 მაისი - მართლაც უმნიშვნელოვანესი, აღმატებული დღე, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს. სასიხარულოა, რომ ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო წარმოდგენილია საქართველოს არაერთ რეგიონში, თავისი პავილიონებით, სადაც სხვადასხვა სექტორის მიღწევებთან ერთად მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ მიმდინარე ტენდენციებს, დაათვალიერონ სტენდები და ინფორმაცია მიიღონ იმ მიმართულებებზე, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს",- აღნიშნა ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს გორში იმყოფებოდა, სადაც 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს ფოსტის" მიერ ორგანიზებული სივრცეები დაათვალიერა - გორის ცენტრალურ მოედანზე "საქართველოს ფოსტა" შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით არის წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ ასევე გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას.

„26 მაისი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია - ეს დღე ჩვენია, რადგან ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ღირსეული მომავალი ევროპისკენ", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება