გარემოს ეროვნული სააგენტო - მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება - დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.

„გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ -ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება”, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ამავე ცნობებით, დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა”. მდინარემ ავტომობილიც წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა, უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი.

ასევე,უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რწმუნებულმა განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში ადიდდა რამდენიმე მდინარე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში