"მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" - ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან მოქალაქეები იკრიბებიან

"მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" - ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ისინი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.

ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლონ.

აქციის მონაწილეებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: "საქართველო, საქართველო".

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ მკაფიო პოზიციას, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპას დააშორებს.

საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს