ბორჯომის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ცეკვა „ხორუმით“ საზეიმოდ გაიხსნა, შემდეგ კი მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.

„26 მაისის დღესასწაული მოსახლეობას საჩხერისა და ჭიათურის, ბორჯომისა და ბაკურიანის მეუფემ დანიელმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა მიულოცეს.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება