საბა ბუაძე - ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ "წინ ევროპაში"

ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ "წინ ევროპაში",-ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ "ინტერპრესნიუსს" საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხის ბრძოლა და მათი პროტესტი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

"პროტესტი და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის სწორედ დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოების მთავარი ნაყოფი. ეს თავისუფალი, მიზანდასახული ხალხია, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ "წინ ევროპაში", იქ, სადაც არის ჩვენი კუთვნილი ისტორიული ადგილი. ამიტომაც, არ არსებობს ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია დათრგუნოს ჩვენი, როგორც საზოგადოების თვითგადარენის ინსტინქტი. ამიტომ, ამ რუსულ სპეცოპერაციას დიდი დღე არ უწერია. დღეს ჩვენ აქ ვართ გაერთიანებული ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ვხედავთ, რომ უდიდესი გაერთიანება, რომელიც ქართველ ხალხში არსებობს, სწორედ ამ ევროპული და წინ მიმავალი მიზნის გარშემოა. ამ ბრძოლას უწერია ერთადერთი შედეგი, ეს არის ჩვენი უპირობო გამარჯვება იმ ბნელ ძალებზე, რასაც რუსეთი და რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება განასახიერებს", - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, "მარად და ყველგან, საქართველო მე ვარ შენთანა, ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით ვაკის პარკისკენ მიემართებიან. ისინი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია