პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა.

პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის ქარტიაში ასახული ვალდებულებები მომავალ პარლამენტში შეასრულოს, ხელმოსაწერად სთავაზობს.

“გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, "ქართული ქარტია", რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის და სამართლიანი სახელმწიფოს დამიკვიდრებისთვის. შევადგინე და წადმოგიდგენთ ქართულ ქარტიას.

ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას,რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში. ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი არჩევნები, სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რას ითვალისწინებს პრეზიდენტის შეთავაზება - "ქართული ქარტიის" სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე:

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება