ნინო ლომჯარია - "ქართულ ოცნებას"  სმენა დახშული აქვს და ამბობს, რომ მუხტი განელდა, მუხტი არსად განელებულა - მთელი საქართველო ვამბობთ, რომ არ გვინდა რუსეთთან ერთად იზოლაციაში ყოფნა

მთელი საქართველო ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს კანონი და არ გვინდა რუსეთთან ერთად იზოლაციაში ყოფნა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მარშის მიმდინარეობისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას მათი ხმა გააგონოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს დავდგეთ ისევ ერთად და გავაპროტესტოთ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება და დემოკრატიული წყობილების, ავტორიტარიზმის ჩანაცვლება, იმიტომ, რომ დღეს ისევე, როგორც 105 წლის წინ, ჩვენ კვლავ გვაქვს დასაცავი ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ხვალ კომიტეტი განიხილავს ვეტოს დაძლევის საკითხს და მთელი საქართველო არის გარეთ გამოსული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რა სურს ხალხს. "ქართულ ოცნებას" სმენა დახშული აქვს და ამბობს, რომ მუხტი განელდა. ეს მუხტი არსად განელებულა. მთელი საქართველო ვამბობთ, რომ არ გვინდა ეს კანონი და არ გვინდა რუსეთთან ერთად იზოლაციაში ყოფნა. ამიტომ, ეს არის ჩვენი ერთიანობის და ჩვენი პროტესტის კიდევ ერთი დემონსტრირება",-განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს ქართველი ხალხის ხმის გათვალისწინება.

"ძალიან დაზიანებული გამოვა ან პროცესიდან ნებისმიერ შემთხვევაში. მიიღებს თუ არა ამ კანონს, მისთვის ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება იმიტომ, რომ საერთაშორისო სანქციები ელოდებათ. ეს გარდაუვალი იქნება. ეს პროცესი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება", - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, "მარად და ყველგან, საქართველო მე ვარ შენთანა", ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით ვაკის პარკისკენ გაემართნენ. ისინი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს.ს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება