ნიკა მელია - მინდა მჯეროდეს, რომ ქარტიას შეუერთდება მთელი ოპოზიციური სპექტრი და  რამდენიმე თვეში ვეღირსებით ნამდვილად სახელმწიფოს, სადაც მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი

მინდა მჯეროდეს, რომ ქარტიას შეუერთდება მთელი ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ სულ რამდენიმე თვეში ვეღირსებით ნამდვილად სახელმწიფოს, სადაც მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, სჯერა, რომ რაც დღეს ქვეყნის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, შესრულება.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ქარტიაში გაწერილი, რომელიც გულისხმობს მოქალაქისთვის სახელმწიფოს დაბრუნებას, გულისხმობს ქვეყანაში გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. გულისხმობს ხალხის ნებას, იყოს უპირატესი ჩვენს სახელმწიფოში და არა რომელიღაც ხელისუფალს. მჯერა, ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ერთად მოვისმინეთ შესრულება და მინდა მჯეროდეს, რომ ამას შეუერთდება მთელი ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ სულ რამდენიმე თვეში ვეღირსებით ნამდვილად სახელმწიფოს, სადაც მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი.

მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი უნდა არსებობდეს და არცერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს. მიხარია, რომ ამ ნაწილშიც ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა," - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.ს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება