სოფო ჯაფარიძე - ერთობა არის ის გამარჯვების გასაღები, რაც გარდაუვალ გამარჯვებამდე მიგვიყვანს - ვიზიარებთ პრეზიდენტის გამოსვლას, საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმის, „ქართული ქარტიის”ყველა პუნქტს დეტალურად გაივლიან პარტიაში და მოგვიანებით გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან თუ არა სამოქმედო გეგმას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს იზიარებს, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა.

“ერთობა არის ის გამარჯვების გასაღები, რაც გარდაუვალ გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი მოვისმინეთ, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ცხადია, ვიზიარებთ დღევანდელ გამოსვლას. საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ყველა პუნქტს დეტალურად გავივლით”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია“ წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მასზე შეჯერებას სთავაზობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის