„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პრეზიდენტის შეთავაზებას - „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერენ

„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას - „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერენ.

განცხადებას პარტიები ავრცელებენ.

„პარტიები “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროა” მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ “ქართულ ქარტიას“, - წერია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ასევე, თავისი არსითა და სულისკვეთებით ემსახურება მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ქარტიით გათვალისწინებულ ნაბიჯებს შორის არის, „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

ქარტიაზე ხელისმომწერნი, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მანდატს მიიღებენ, იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, შესრულებისთანავე კი მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ხელმომწერი პარტიები დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, „ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი”, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, „არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა“.

ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი