გიორგი დოხტურიშვილი - ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ზომას გამოვიყენებთ, რომ დროულად იქნას აღდგენილი დაზიანებები რომლებიც მუნიციპალიტეტებმა და რეგიონმა მიიღეს

ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ზომას გამოვიყენებთ, რომ დროულად იქნას აღდგენილი დაზიანებები რომლებიც მუნიციპალიტეტებმა და რეგიონმა მიიღეს, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა.

„ქვემო ქართლის რეგიონში უხვმა ნალექმა გამოიწვია მნიშვნელოვანი დაზიანებები. 15-მდე სოფელია გარე სამყაროს მოწყვეტილი, თუმცა კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივებთან. პრევენციის მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მსხვერპლი არ არის.

სამაშველო სამსახური პროცესში აქტიურად არის ჩართული. ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის ჩართულობით ყველა ზომას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დროულად იქნეს აღდგენილი ის დაზიანებები რომლებიც მუნიციპალიტეტებმა და რეგიონმა მიიღეს“ , - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

პრესსამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნო სტიქიის ზონაში განვითარებულ მოვლენებს.

უხვმა ნალექმა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტები. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ზოგიერთ ადგილას საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს