ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე უადგილოა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოს ხელისუფლების მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა.

„აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსთან შეერთებაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან ხანგრძლივი სისხლიანი ბრძოლაში და გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება და ე.წ. „ქვეყანა“ ირჩევს სუვერენული სახელმწიფოებრიობის აშენების და რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციული კავშირების გაძლიერების გზას. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ასეთი განცხადებები შეიძლება „რეალურ საფრთხედ იქცეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე