თამარ კორძაია - ლევან იოსელიანმა უნდა თქვას, ლახავს თუ არა ეს კანონი ადამიანის უფლებებს, თუ არა და მისი არაფრისმთქმელი ტექსტით ადამიანის უფლებების დაცვა არ მოუხდენია

ლევან იოსელიანს, რომელიც აქედან გავიდა, ზუსტად ის შეახსენეს, რომ მას არც ერთი სიტყვა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არ უთქვამს. იქნებ ეთერით მაინც გააგებინოთ, რომელ უფლებებზეა საუბარი! - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველს სიტყვით გამოსვლის დროს ადამიანის უფლებების დაცვა არ მოუხდენია, რაც მისი ვალდებულებაა.

ლევან იოსელიანს, რომელიც აქედან გავიდა, ზუსტად ის შეახსენეს, რომ მას არც ერთი სიტყვა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არ უთქვამს. იქნებ ეთერით მაინც გააგებინოთ, რომელ უფლებებზეა საუბარი! ბატონ ლევანს, რომელიც ჩვენ გვეუბნება, როგორ უნდა დაადოს პრეზიდენტმა ვეტო, მე შევახსენებ, რომ მისი უპირველესი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა. ამიტომ ან დაბრუნდეს და თქვას, ლახავს თუ არა ეს კანონი ადამიანის უფლებებს და გააკეთოს განცხადება, თუ არა და მისი არაფრისმთქმელი ტექსტით, დღეს მას აქ ადამიანის უფლებების დაცვა არ მოუხდენია“, - განაცხადა კორძაიამ.

გარდა ამისა, კორძაიამ კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, რომ ზიზღი გადალახონ და საქართველოს პრეზიდენტს ჯარის წინაშე „მოღალატე“ არ უწოდონ.

„მე მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი ეზიზღება, მაგრამ როდესაც ჯარის წინაშე მოღალატეს ქვეყნის მთავარსარდალს ეძახი, ჩემი აზრით, ზიზღი უნდა გადალახო და ასე არ უნდა მიმართო პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ის არის ჯარის მთავარსარდალი და თქვენ ამით შეურაცხყოფას სალომე ზურაბიშვილს კი არა, ჯარს და გენერალიტეტს აყენებთ. იმიტომ, რომ მათ თქვენ ეუბნებით, რომ მთავარსარდალი მოღალატე ჰყავთ, ცოტა ამაზე, რომ დავფიქრდეთ ყველანი, ცუდი არ იქნებოდა“, - აღნიშნა კორძაიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს