პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიაში“ წარმოდგენილი რეფორმების განხორციელებას ემხრობა, თუმცა მოაწერს თუ არა დოკუმენტზე ხელს, ჯერჯერობით უცნობია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიაში“ წარმოდგენილი რეფორმების განხორციელებას ემხრობა, თუმცა მოაწერს თუ არა დოკუმენტზე ხელს, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქარტიაში არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები აქვთ და პრეზიდენტთან კონსულტაციას გამართავენ.

„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ამ დოკუმენტში რეფორმების გეგმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმების გეგმა სწორია და ამ რეფორმების განხორციელებას მხარს დავუჭერთ.

რაც შეეხება ქარტიის მხარდაჭერას, ქარტიაზე ხელმოწერას და შეერთებას - იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო. პირველ რიგში, გვექნება კომუნიკაცია და ამის შემდეგ გეტყვით, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია უშუალოდ ქარტიის მხარდაჭერისა და შეერთების ნაწილში“,- განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, კითხვები აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტექნიკური მთავრობა და ვადამდელი არჩევნები.

„არის საკითხები დროებითი ტექნიკური მთავრობის და ვადამდელი არჩევნების შესახებ, კიდევ არის სხვა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. არ მინდა, წინასწარ მოვლენებს გავასწრო. ამ თემაზე საუბარი გვჭირდება პრეზიდენტთან, ინიციატორებთან და ამის შემდეგ გეტყვით ჩვენს პოზიციას, შევუერთდებით თუ არა ქარტიას“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გარდა ამისა, დაუშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შესახებ.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არც განვიხილავდით და არც მომავალში განვიხილავთ“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის