გიორგი ვაშაძე გიორგი მსხილაძეს - ცდილობს თუ არა „ქართული ოცნება“, რომ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტორიტარიზმი დაამკვიდროს?

თქვენი აზრით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემოტანით, ცდილობს თუ არა „ქართული ოცნება“, რომ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტორიტარიზმი დაამკვიდროს? - ამ შეკითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დემოკრატიულ სამყაროში ინსტიტუცია არ დარჩა, რომელმაც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ დააფიქსირა. ვაშაძის თქმით, ცივილიზებულ სამყაროს კარგად აქვს ამოხსნილი კანონთან დაკავშირებით სცენარი, რომელიც პირველად რუსეთში განხორციელდა.

ამასთან, ვაშაძის თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს.

„მაინტერესებს, ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ეს არის, ვითომდა გამჭვირვალობის საფარქვეშ შექმნილი მექანიზმები, რითაც უნდათ, რომ ფუნდამენტი ააშენონ, ფაქტობრივად, ავტორიტარული მმართველობისთვის. სასაუბროდ, როგორ შეიძლება გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს ვინმე. არადა, ეს კანონი ითვალისწინებს ისეთ ზომებს, რომ იუსტიციის სამინისტრო სამოქალაქო სექტორის, ფაქტობრივად, მაკონტროლებლის თვალსაზრისით გამოდის, ისეთ ზომებს ითვალისწინებს, რომელიც სამოქალაქო სექტორს ანადგურებს, შემდგომ ანადგურებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაც მოხდება. თქვენთანაც საუბარი იყო, რომ ეს კანონი არის რუსული, რატომ არის რუსულთან გაიგივებული და ეთანხმებით, თუ არა იმას, რომ ზუსტად ასეთივე სცენარით 2012 წელს, ვლადიმერ პუტინმა იგივე დასაბუთებით, რომ თითქოსდა გამჭვირვალობის გამო აუცილებელი იყო ამ კანონის მიღება, მიიღო ეს კანონი. ამის შემდგომ მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ რუსეთის ფედერაციაში განადგურებულია სამოქალაქო სექტორი, რომელიც მანამდე არსებობდა, აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია, რომელიც მანამდე არსებობდა და ბოლოს, გაანადგურეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ვინც არ დაემორჩილა ფიზიკურად მოკლეს, ზოგი ქალაქის ცენტრში, ზოგი საპატიმრო დაწესებულებაში და ა.შ. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს კანონი არის რუსული, ხომ არ გულისხმობთ, რომ სწორედ ამ სცენარიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თუ ბლომდე გაუვიდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, შეიძლება იგივე სცენარი იყოს?

ხომ არ ფიქრობთ, სწორედ ამიტომ არის, რომ „წითელ ხაზად“ მიიჩნევს ამ კანონს მთელი ცივილიზებული სამყარო, ევროკავშირი, ვენეციის კომისია. ვენეციის კომისიამაც იგივე თქვა, რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული და გაუქმდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება