ანრი ოხანაშვილი ხატია დეკანოიძეს - ბოდიში თუ მოიხადეთ რომელიმემ, ვინც მონაწილე იყავით დაფინანსებული კამპანიის, რომ სააკაშვილი იყო ვითომ პუტინის პატიმარი? სტრასბურგმა ხომ გამხილათ?

ბოდიში თუ მოიხადეთ რომელიმემ, ვინც მონაწილე იყავით დაფინანსებული კამპანიის, რომ [მიხეილ] სააკაშვილი იყო ვითომ პუტინის პატიმარი? სტრასბურგმა ხომ გამხილათ? - კეთილი ინებეთ თქვენ, ქვეყნის შიგნით შემოგზავნილმა ჯგუფმაც, ქვეყნის გარეთ მყოფებმაც ბოდიში მოიხადეთ ჩვენი საზოგადოების წინაშე,- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს ხატია დეკანოიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

მანამდე დეპუტატმა დეკანოიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლები „განერვიულებულები არიან, რადგან მათ მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთის ტარება მოუწევთ“, რის საპასუხოდაც ოხანაშვილმა მას უპასუხა, რომ „მძიმე ტვირთის ტარება თავად მოუწევს“.

„რატომ პროვოცირებთ, რა გინდათ? მაგისთვის ხართ მოსული? ამაში რომ დატრენინგებული ხართ, ვიცით. მძიმე ტვირთი თქვენ გადევთ, რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვებათ. კეთილი ინებეთ და დასვით საკითხი. მძიმე ტვირთი მოგიწევთ, რომ მთელი ცხოვრება ატაროთ. მოგიწევთ! როდესაც გამოდიხართ და აქეთ პოლიტიკურ შეფასებებში შემოდიხართ, ამაზე პასუხს მოგთხოვთ. შეკითხვა დასვით მომხსენებელთან თუ გაქვთ. მძიმე ტვირთი ვის აწევს გადახედეთ თქვენს ბიოგრაფიას და ცხოვრებას, რა. ამიტომ ნუ საუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც თქვენ მძიმე მდგომარეობაში გაყენებთ.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებას ბევრჯერ მოუწია აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების მოგერიება. გახსოვთ თქვენ ევროკავშირის ქვეყნების საპროტესტო ნოტა, როდესაც გადასცეს მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ თურმე ის იყო წამების მსხვერპლი. გახსოვთ, შემდგომ დემარში განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ამ დემარშში მონაწილეებიც, ყველა, ვინც ამას კადრულობდა და სიცრუეს ტირაჟირებდა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ეს იყო ტყუილი და არავითარი პოლიტიკური ნიშნით პირი მსჯავრდადებული არ იყო. ისიც ხომ გახსოვთ პუტინის პირადი პატიმარიაო, ამ განცხადებებს რომ აკეთებდნენ? ბოდიში თუ მოიხადეთ რომელიმემ, ვინც მონაწილე იყავით ამ დაფინანსებული კამპანიის, რომ სააკაშვილი იყო ვითომ პუტინის პატიმარი? სტრასბურგმა ხომ გამხილათ? ხომ გამხილათ? წადით ახლა და გაასაჩივრეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება. ამიტომ, კეთილი ინებეთ თქვენ, ქვეყნის შიგნით შემოგზავნილმა ჯგუფმაც, ქვეყნის გარეთ მყოფებმაც ბოდიში მოიხადეთ ჩვენი საზოგადოების წინაშე. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხომ გამხილათ სტრასბურგმა? ნუ აგრძელებთ ამ დემაგოგიას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის განცხადებას, როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის წევრების პოლიტიკური მომავალი „სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის“.

„დღეს ვხედავ, რომ ცოტა განერვიულებულები არიან უმრავლესობის წარმომადგენლები და ეს ნერვიულობა ძალიან გასაგებია, ვინაიდან მათი პოლიტიკური მომავალი ამ ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ეს პოლიტიკურ მომავალი მხოლოდ და მხოლოდ სანქციები არ არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. თუმცა სანქციები, რა თქმა უნდა, იქნება. ეს პოლიტიკური მომავალი არის ის დამღა, რომელიც ექნება თითოეულ მათგანს თუ ამ ვეტოს გადალახავენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ის ადამიანების, ვინც ახლა უმრავლესობას წარმოადგენენ, მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ძალიან მძიმე ტვირთით უნდა იყვნენ და იცხოვრონ. ბატონო გიორგი [მსხილაძე], ბოლოს მექნება ასეთი კითხვა, ჰქონდა თუ არა უმრავლესობას მცდელობა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით ჰქონოდა რაიმე სახის კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ჰქონდა თუ არა მცდელობა უმრავლესობის რომელიმე წარმომადგენელს, რომ ამ კანონთან დაკავშირებით შენიშვნების ფორმატში რაიმე სახის მცირედი კომუნიკაცია კონსულტაცია მაინც?“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს