გიორგი ვაშაძე - დღეის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 14-15%-ზეა ჩამოსული და აბსოლუტურად რეალისტურია, საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი

დღეის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 14-15%-ზეა ჩამოსული და აბსოლუტურად რეალისტურია, რომ საერთო ოპოზიციურმა ფლანგმა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატი, რათა ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ და საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ევროკავშირში - ამის შანსი და შესაძლებლობა არსებობს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ახლა საჭიროა „ერთობა ერთიანობით“.

„ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუერთდებით ამ დოკუმენტს იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მიმართული იქნება ერთიანობისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებთან გვექნება კიდევ უფრო სიღრმისეული მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტმა საბოლოო ფორმა მიიღოს. დღეს, რაც საქართველოს სჭირდება, არის ერთობა ერთიანობით, რათა საბოლოოდ, ეს ქვეყანა რუსული რეჟიმისგან გავათავისუფლოთ. ძირითადი ოპოზიციური პარტიები აწერენ ხელს ამ დოკუმენტს. დრო არის და ყველა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს ამასთან დაკავშირებით. არ მგონია, რომ რამე პრობლემური საკითხი იყოს ამ დოკუმენტში შინაარსობრივი თვალსაზრისით. რეფორმები, რომელიც აქაა მოტანილი, არის რეფორმები, რომელიც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. უფრო მეტიც - მზად გვაქვს კონკრეტული კანონპროექტები. ზოგი მათგანი ინიცირებულია, ზოგი შეგვიძლია მომავალში დავაინიციროთ. რაც მთავარია, პირველი განრიგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ პარლამენტის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული. ვაშაძის თქმით, ახლა ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ სპეცრაზმის ზურგს უკან დაიმალოს და ისე აღასრულოს „მოღალატეობრივი აქტი“.

„ქართული ოცნება“ მუდმივ შიშშია. ისინი მოწყვეტილი არიან რეალობას, არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ერთადერთი, რაც შეუძლიათ - სპეცრაზმის ზურგს უკან დაიმალონ და ისე აღასრულონ მოღალატეობრივი აქტი. როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი? - გენერალური პროკურორი წავიდა, გაიქცა. გაემიჯნა „რუსულ კანონს“, „ქართულ ოცნებას“ და დარწმუნებული ვარ, ასე მოხდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში