„ნაციონალური მოძრაობა“ - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ისაუბრა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა და ხაზი საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას გაუსვა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსია შედგა ე.წ. აგენტების შესახებ კანონზეც, რაზეც ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„შეგახსენებთ, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატოს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატოს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე ისაუბრებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს